воскресенье, 20 августа 2017 г.

ფიქრები

როცა ადამიანს ისე დაუახლოვდი,რომ მთლიან გულს უშლი,ყველაფერს ეუბნები,მთლიანად ენდობი,უყვები ყველაფერს რაც შენი ოჯახის გარეთ არ გასულა,და ერთ დღეს გეუბნება,მე არავისთან საუბარი არ მინდა,შენთან სალაპარაკო თემა ამომეწურა,უმიზეზოდ ან მიზეზს ვერ ხსნის,დამიჯერე,ძალიან რთული გადასატანია...

მე ვეცადე,ყველანაირად,რომ იმის 10% მაინც დარჩენილიყო რაც იყო,მაგრამ ყოველი მცდელობა კრახით მთავრდებოდა,რა არ გავაკეთე,როგორ არ მოგიდექი,უფრო ცუდი გამომდიოდა ვიდრე კარგი,მაგრამ მიზანი მქონდა კარგი,ჩემთვის კარგი,ყოველშემთხვევაში..მაგრამ,როცა არ მესაუბრები,არ მიზიარებ ფიქრებს,განცდებს,პრობლემებს,სურვილებს,როცა უბრალოდ წყვიტავ საუბარს ადამიანთან რომლისთვისაც ყველაფერი ხარ,უკვე აღარააქვს შედეგი არაფერს,ვერაფერს გამოასწორებ,ვერაფერს დაიბრუნებ,გრჩება მხოლოდ ერთი გზა,გაბრუნდე უსიტყვოდ..

მე ათეისტი ვარ,ყოველშემთხვევაში თქვენებური ღმერთის არ მჯერა.ან რა საჭიროა ღმერთის რწმენა?რელიგია?რა მოგვიტანა კარგი?ნუთუ ვერ ხედავთ რომ რელიგია იარაღია,ისინი მონებად გვაქცევენ,გვაკონტროლებენ და გვიყენებენ.როგორ? რას გვეუბნება რელიგია?იქ,ზევით არსებობს ღმერთი,რომელსაც ყველაფერი შეუძლია,იყო და იქნება მუდამ.ამ სამყაროში კი მუდმივი არაფერია,რელიგია გვასუსტებს,გვიმონებს,გვიმორჩილებს რომ გვაკონტროლონ.გვინერგავენ ღმერთის შიშს,ცოდვებზე მასთან პასუხს ვაგებთ,თავს დამნაშავედ გვაგრძნობინებენ,რომ თავი დაგვაწევინონ...მათი მოთოვნები კი შეუსრულებელია,რადგან ყველამ,გამონაკლისის გარეშე დაწიოს თავი და დავემორჩილოთ.
     ჩვენ ყველანი ღვთიურები ვართ! ყველა ჩვენთაგანშია ღვთაებრივი მარცვალი!
  ისინი ჩვენს შესახლებლობებს ზღუდავენ,უნდათ რომ თავი სუსტად,უსუსურად ვიგრძნოთ,დამნაშავედ და დავემორჩილოთ "ღმერთს".სინამდვილეში ხომ უბრალოდ მათ,ადამიანს ვემორჩილებით,ვასრულებთ მათ სიტყვებს..
იყავი შენი თავის პატრონი,შენ განსაკუთრებული ხარ,ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ,იმის გამო რაც დაბადებიდანვე იდო შენში,ჩაუღრმავდი შენ თავს,უბრალოდ მიიღე,დაინახე,როგორიც ხარ ისეთი.შენ არ ხარ არაფერში დამნაშავე,გაიქრე შიში,სინდისის ქეჯნა და შენ თავისუფალი გახდები,შენ ხარ შენი თავის ღმერთი,შენ ხარ ღვთაებრივი სინათლე..მაგრამ დაფიქრდი,აი რატომ არ უნდა სახელმწიფოს,რელიგიებს რომ ეგეთი გახდე,ისინი ხომ ვერ დაგიმონებენ ეგეთს..სახელმწიფო ყოველთვის იდგა ეკლესიის კალთას მიღმა და პირიქით,რადგან,აკონტროლებდე ბრბოს,ეს უდიდესი ძალაუფლებაა..ნუ გახდები მისი ნაწილი. გახდი ღვთაებრივი,შენ ყველაფერი შეგიძლია,არ გჭირდება ვითომ ზევიდან დახმარება,ვითომდა მორჩილების სანაცვლოდ..გაიაზრე ეს ყველაფერი..თუმცა,ვიცი,ხო,ხნელია..იმას რასაც ბავშვობიდან ჩაგიდეს,დაგაგიპნოზეს,დაგაჯერეს რომ ესაა ვითომდა სწორი გზა,ამის წაშლა უკვე ძალიან რთულია..ოჯახი,საზოგადოება,ვითომდა სწორ გზაზე გაყენებენ,ამით კი შენ დაგიმონეს,გაგამზადეს რომ ბრბოს ნაწილი ყოფილიყავი,შენ არასოდეს ყოფილხარ თავისუფალი.არასოდეს გაძლევდნენ არჩევანის საშუალებას,ახლა კი გვიანია უკვე.

დედა ქრისტიანი იყო,მამა მუსლიმანია.ისინი არ ერეოდნენ და არ გვახვედნენ მათ რწმენას,ჩვენ ჩვენი არჩევანის თავისუფლება მოგვცეს.შედეგად კი ერთი ძმა მუსლიმანია,მეორე ქრისტიანი და მე,ათეისტი.ეგ თქვენ ენაზე ათეისტი,მე არ მჯერა ამქვეყნიური რელიგიების უბრალოდ.რა მოხდებოდა რომ დავბადებულიყავით მორწმუნე ქრისტიანის ოჯახში?ან მუსულმანის?ან ბუდიზმის?ან სატანისტის?ხო,მაგაზე პასუხს ადვილად გასცემდი.მაგრამ დააყოლებდი,ბოლოს გავიაზრებდი,ავირჩევდი მართალ მხარეს,არა,უკვე არაფერსაც არ აირჩევდი,ესაა სიმართლე..

ეს ფიქრი ისევ შენ გეხება,ხო შენ.ვიცი ცალ ფეხზე გკიდია რას ვფიქრობ თუმცა ვიცი რომ,ორივეზე არა..ამბობდი რომ,არ შეცვლილხარ,იქნებ შენ შეიცვალეო,ვერ ახსენი მიზეზი თუ რა იყო შენი "არავისთან საუბრის სურვილი არ მაქვს". მე არავინ არ ვიყავი,მე ის არ ვიყავი,მრავალთაგანი ერთერთი,რასაც არუნდა ფიქრობდე,გრძნობდე,არ უნდა მომქცეოდი მასე..მე არ ვითხოვდი ბევრ რამეს,მხოლოდ ცოტაოდენ ყურადღებას,და არ მოხდებოდა ის რაც მოხდა.მიზეზი ვფიქრობ შენი ბიზნესი იყო,თითქმის დარწმუნებული ვარ.სულ ცოტაოდენი ფსიქოლოგია საკმარისია რომ მივმხვდარიყავი.შენთვის ძვირფასი ადამიანები მიიყვანე და მათ ის იმედები ვერ გაუმართლე რასაც ეუბნებოდი,საქმე არ წავიდა ისე როგორც გეგონა და ამან დიდი დარტყმა მოგაყენა,ალბათ გულის სიღრმეში ზოგიერთებს თვალებში ვეღარ უყურებ და შინაგანად განუდექი.შენი მესმის,არაფერში გამტყუვნებ,შენ გინდოდა მხოლოდ კარგი მათთვის,მაგრამ არგამოგივიდა და ეს გთრგუნავს.მაგრამ ეს არ იყო მიზეზი რომ მოგეშორებინა ისინი,ისინი ხომ შენ გენდნენ,მერე რა თუ არ გამოვიდა...მე კი,სულ სხვა ვარ,გინდ უარყო,გინდ არ დამიჯერო,მაგრამ მე შენ მათგან განსხვავებით უანგაროდ გენდე,იმიტომ რომ მომწონდი,იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყავი.მე არ ვიყავი ის,ვისაც მთელი ცხოვრება იცნობდი,გქონდა რეალური ურთ.ი,მხოლოდ 1 წელი იყო რაც გიცნობდი,მე შენ ნდობის ეტალონად მიმაჩნდი..თუნდაც მხოლოდ ამიტომ არ უნდა მომქცეოდი ეგრე.თუმცა ეს ცოტა არცაა,ნდობა უდიდესი რამეა და გადამწყვეტიც..ახლა არაადამიანად მიგაჩნივარ,მე,რომელმაც დედამიწა შენს ირგვლივ დაატრიალა,მე,რომელმაც ცაში აგიტაცა,ფრთები გამოგასხა და მე,რომლისთვისაც შეუდარებელი იყავი....ალბათ ზედმეტი მომივიდა.
არ ვიცი მოვა თუ არა ის დრო,მაგრამ თუ მოვა,მიხვდები რომ ჩემთვის მთავარი მხოლოდ შენ იყავი.ერთ დღეს ალბათ ამ ყველაფერს წაიკითხავ და ჩვეულ წინადადებას გაიფიქრებ "რამდენ სისულელეს წერ",მაგრამ რა უფლება გაქვს ეგ რომ თქვა?ეს ხომ შენი ფიქრები არაა,შენ ხომ არ გრძნობ იმას რასაც მე,ამიტომ ვერ განმსჯი.
რა შეიცვლებოდა იმ დღეს რომ მეთქვა,უფრო მეტს ვგრძნობ ვიდრე მომწონხარ მეთქი?გამიგებდი?მიხვდებოდი რომ,ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი როცა ვხედავდი რომ მშორდებოდი თანდათან?ჩემი შეცდომების,დაუფიქრებელი სიტყვების,საქციელის მიზეზი ხომ მხოლოდ ეგ იყო.ჭკუას ვკარგავდი როცა ვხედავდი,ვიაზრებდი რომ არ გინდოდა ჩემთან საუბარი.მე მხოლოდ საუბარი მინდოდა,მეტს არაფერს გთხოვდი,მეტის უფლება არც მქონდა.მაგრამ შენ ვერ გაიგებ ამ ყველაფერს,სანამ არ აღმოჩნდები ჩემს სიტუაციაში.ხო,შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავი,მაგრამ შენ ხომ გოგო ხარ და მე ბიჭი,თან განსხვავებული.
მაინც მაინტერესებს შენი ამბები,როგორ ხარ,სამუშაო დაიწყე თუ არა,მინდა გავიგო რა პრობლემები გაქვს,რაზე ფიქრობ და ა.შ..მაინტერესებს,მაგრამ ვეღარ და აღარ გეკითხები..
ვაიბერი რომ გქონია,მაგან გადამწყვეტად იმოქმედა,ეგ იყო დასასრული,ვიცი,მატყუარა გიწოდე,და არ იყავი,მაგრამ შენთვის სულერთი იყო რას ვიტყოდი,ჩემთვის კი ერთადერთი გზა,ჩემ ქვეცნობიერებაში შენთვის ფრთები რომ მომეტეხა.მე შენ როდის გთხოვე რომ ჩემთვის ჩაგეწერა ეგ,სანამ ყველაფერი მოხდებოდა,და ერთ დღესაც ვხედავ რომ გაქვს..ჩემს გამო არ ჩაწერე და რაღაცის ან ვიღაცის გამო მერე ჩაწერე,ისე რომ არც გითქვამს,ჩემზე მაგან ძალიან იმოქმედა და მადლობა,მიმახვედრა რომ დრო იყო..მაინც ვერ გშორდები,მაგრამ დროის იმედი მაქვს,ადრე თუ გვიან მოვიშორებ შენზე ფიქრს,როგორც მავნე ჩვევას....შენ ჩემ სიგიჟედ იქეცი,იყო დრო ვფიქრობდი,მზად ვიყავი ოღონდ კი ჩაგხუტებოდი და თუნდაც ქვად ვქცეულიყავით შემდეგ,რა არის ეს თუ არა სიგიჟე.
რასაც დათესავ იმას მოიმკი,რა დამავიწყებს ლექს,რომელიც მოგიძღვენი და რა მივიღე პასუხად?მინდოდა,ვიფიქრე,გაუხარდება მეთქი,სულ ცოტა ღიმილის სმაილს მაინც მივიღებ მეთქი,და რა მივიღე?ირონია..მაგის მერე გიკვირს ცუდს რომ გეუბნები?მე ათასჯერ მითქვამს კარგიც,მაგრამ კარგზეც ცუდი მივიღე და ცუდზეც უფრო ცუდი.რატომ გეუბნები ცუდს?მარტივია,შენ ჩემი სიგიჟე ხარ,მე ვერ შევძლებდი წასვლას ასე,"შენ კარგი გოგო ხარ,მე კი ცუდი,ყველაფერი ჩემი ბრალია"ცუდის თქმით ცუდს მივიღებ რათქმაუნდა,ქვეცნობიერად ვაკეთებდი მაგას,გაუთვითცნობიერად,რომ შენი ცუდი სიტყვებით,ქცევებით,შემძულებოდი.შენ ერთი უბრალო გოგო ხარ,არაფრით გამორჩეული,როგორც აგამაღლე,ისე უნდა დამედაბლებინა შენი თავი.ესაა სიმართლე.და შევძელი კიდეც.

ეკლესიაში რამოდენიმეჯერ შევსულვარ,რათქმაუნდა მეც დამეუფლა დიდი გრძნობა,"დიდ ღვთიურ სახლში",და მანდ გასაკვირი და მითუმეტეს საოცარი არაფერია,მანდ ქვეცნობიერება გვეთამაშება.შენობის ზომები,მლოცველი ხალხის სიმრავლე და სიტყვებს დიდი ძალა აქვს,ღმერთის გარეშეც ახდენს დიდ შთაბეჭდილებას.მეჩეთშიც ვყოფილვარ და შეგრძნებები იდენტურია.მე ნეიტრალი ვარ,ნეიტრალი კი გარემოებებს უფრო ზუსტად აფასებს დამერწმუნეთ.მაგრამ არ მჯერა მე ღმერთის და არ მივაწერ მე ყველაფერს მას,რაც ისეც დევს ჩემში.სწორედ მაგიტომ მე არ ვაღიარებ სამლოცველოებს,თითქოს ღმერთთან უფრო ახლო ადგილს.ძალა და შთაბეჭდილება კი აქვს რათქმაუნდა,მაგრამ ეგ ნორმალურია.სიტყვის ანუ ლოცვის ძალა კი დიდია და მანდ არაა საჭირო ღმერთი,მის გარეშე ხდება ყველაფერი.სიტყვები,ლოცვები,ბგერები რომლებსაც მლოცველნი ამბობენ,ანადგურებს წყალში მიკრობებს,ვერცხლსაც იგივე შედეგი აქვს,ეს მეცნიერულად დამტკიცებულია,ახლა ხვდებით რატომაა ნაკურთხი წყალი წმინდა.სწორედ მაგიტომ არის თუნდაც კინოებში,რომ ვამპირებს კლავენ ვერცხლით,ის ხო მიკრობებს და ვირუსებს ანადგურებს,ვამპირიზმი კი შუასაუკუნეებიდან მოდის და რომ დაინტერესებულიყავით გაიგებდით სიმართლეს,ვამპირი,ზომბი,იყო ორი უიშვიათესი ვირუსის თანხვედრა.მათ მიერ დაავადებულ ადამიანი ზომბს გავდა,მზის სხივი კი უდიდეს ტკივილს აყენებდა,ეს იყო კანის დაავადება,თანდათან ადამიანს კანი ძვრებოდა და ემსგავსებოდა მკვდარს.მათი სისხლი იყო მოწამლული,იმდროინდელმა მედიცინამ კი პოვა დროებითი გამოსავალი წარმოუდგენელი ტკივილისგან,და ეს იყო სუფთა სისხლი რომელიც ტკივილს აყუჩებდა.

пятница, 18 августа 2017 г.

ჭეშმარიტების მაძიებელი

გამარჯობა,მე ანრი მქვია,ვიწყებ ამ ბლოგის წერას,სადაც ყველაფერს ჩავდებ რისი გახსენების,გადახედვის სურვილი მექნება..ვწერ ჩემ ფიქრებს,აზრებს,წიგნებიდან სტრიქონებს,რაც საჭიროა რომ იცოდეთ,გაიაზროთ და საღად იაზროვნოთ,ალბათ ასევე ჩავწერ ჩემს სიზმრებს..მაშ ასე,დავიწყოთ :))

იდეა რომ,ზოგი ადამიანი ჭკვიანია და ზოგი სულელი,სრულიად არასწორეა.ჩვენ ყველანი ჭკვიანებად ვიბადებით,გააჩნია რას ვთვლით სიჭკვიანის ეტალონს.მხატვარი არ იქნება სულელი თუ მათემატიკაში ვერ ერკვევა და არ გააჩნია ლოგიკური აზროვნება და პირიქით.ამიტომ პატივი ეცით ყველა ადამიანს და სიტყვა "სულელი" ამოიღეთ სასაუბრო ლექსიკონიდან.

"თუ გიყვარს ყვავილი, არ მოწყვიტო ის რადგან თუ მას მოწყვეტთ ის მოკვდება და აღარ იქნება ის რაც შენ გიყვარდა. ასე რომ, თუ გიყვარს ყვავილი მიეცი მას არსებობის უფლება. სიყვარული არის არა რაიმეს ფლობა, არამედ მისი დაფასება."

"თუ გინდა,რაიმე ცუდი გააკეთო,ერთი დღით გადადე,და თუ გინდა რაიმე კარგი გააკეთო,ერთი წამითაც კი არ გადადო.თუ თავს გაბრაზებულად,აგრესიულად,მოძალადედ გრძნობ,ერთი დღით გადადე ეს.ხოლო თუ გრძნობ,რომ გინდა გიყვარდეს,გაუზიარო,მაშინ ერთი წამითაც კი არ დააყოვნო.გაითავისე ეს,პირდაპირ ახლა !"

იგავი:: იყო ერთი ძალიან მდიდარი ჯადოქარი,ყავდა ძალიან ბევრი ცხვარი.მაგრამ იმდენად ძუნწი იყო რომ მწყემსებს არ ქირაობდა,არც გალავანს აშენებდა საძოვრებზე.ჯადოქარს ცხვრებისგან,მხოლოდ ხორცი და მატყლი ჭირდებოდა.ცხვრებს ეს არ მოწონდათ და გარბოდნენ,ზოგი ტყეში,ზოგი ხრამში იჩეხებოდა.ჯადოქარი ასევე ძალიან ჭკვიანი იყო,ერთ დღეს მოყარა ყველა ცხვრები და დააგიპნოზა,უთხრა რომ ისინი მას ძალიან უყვარდა,მათზე ზრუნავდა,ზიანს არ მიაყენებდა,ხორცის და მატყლის მიცემა კი მათთვის დიდი სიკეთეა და საერთოდაც,დაარწმუნა რომ ისინი არ იყვნენ ცხვრები,ზოგი ლომი იყო,ზოგი არწივი,ზოგიც ჯადოქარი.
ამის მერე ცხვრები აღარსად გარბოდნენ,ისინი მშვიდად ელოდნენ თუ როდის მოისურვებდა  მათი ბატონი მათ ხორცსა და მატყლს.
ეს იგავი ბევრის მთქმელია და ჩვენს ცხოვრებას ასახავს,თუმცა დასკვნა თქვენზე მომინდია :)))